Europe-bet და ფეხბურთის ფედერაცია სეზონის ბოლომდე ითანამშრომლებენ

Europe-bet და ფეხბურთის ფედერაცია სეზონის ბოლომდე ითანამშრომლებენ

10 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და Europe-bet-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2011-2012 წლების სეზონის გამარჯვებულ გუნდს Europe-bet პრიზად 100 000 დოლარს გადასცემს. კონტრაქტზე ხელი სფფ-ის პრეზიდენტმა დიმიტრი სიჭინავამ და Europe-bet-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა მოაწერეს.

დიმიტრი სიჭინავა: "Europe-bet-თან მოლაპარაკება თითქმის ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქართული ფეხბურთისთვის საინტერესო პროექტები შევთავაზეთ. Europe-bet ვალდებულებას იღებს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდს 100 000 დოლარი გადასცეს. ამით ჩვენი ურთიერთობა არ შეწყდება. ვმუშაობთ, რათა 2012-2013 წლების სეზონიც საინტერესო იყოს.

გიორგი გედევანიშვილი: "მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ჩემპიონს დავაჯილდოვებთ. გუნდებისთვის ეს სტიმული იქნება. მომავალი წლიდან საპრიზო ფონდის გაზრდას ვგეგმავთ. გვსურს, თანხა არა მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადავცეთ, არამედ პრიზიორებსაც. მომავალში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე ერთ-ერთი გუნდის სპონსორობასაც ვგეგმავთ".

Poker Ring - II სეზონის ფინალი

16 ივნისს POKER RING 2-ის ბოლო ნახევარფინალი გაიმართა

POKER RING 2-ის მე-8 ნახევარფინალი