ქართული პოკერის ისტორიაში პირველი ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა

ქართული პოკერის ისტორიაში პირველი ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა

პირველად ქართული პოკერის ისტორიაში "ევროპაბეთის" პოკერრუმში ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა. ჯეკპოტის თანხამ რეკორდულ ნიშნულს 258 000 ლარს მიაღწია და ეს თანხა ხუთმა მოთამაშემ მოიგო.

ჯეკპოტი 6 დეკემბერს, საღამოს 22.52.58 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა jackpotBB 16 #272 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი #97824214, თამაშის სახეობა კი Texas Holdem–No Limit იყო. ბლაინდი 0,25/0,50 თეთრს შეადგენდა.

მაგიდაზე jackpotBB 16 #272 ხუთი მოთამაშე იჯდა: david1973, shaga(D), a4bvuh, santela_85 და luckyman365. კარტის დარიგების შემდეგ თამაშში დარჩა 2 მათგანი: david1973 და shaga(D). ფლოპის კარტი იყო: დამა აგური, ტუზი აგური და დამა ყვავი. თერნზე ამოვიდა ვალეტი აგური, ხოლო რივერზე-სამიანი გული. კარტის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ david1973-ს ჰყავდა დამა ჯვარი და დამა გული, ანუ კარე. shaga(D)-ს კი ფლეშ როიალი-კაროლი აგური და ათიანი აგური. შესაბამისად, კარემ წააგო ფლეშ როიალთან და შესრულდა ყველა პირობა, რომელიც ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშებისას გამოცხადდა.

ბედ-ბით ჯეკპოტის თანხიდან დავით დეისაძემ (david1973), რომელმაც კარეში წააგო თამაში,103 171 ლარი მოიგო, შავლეგო გოგელიძემ, რომელმაც ფლეშ როიალით მოუგო კარეს- 51 585 ლარი.პირობების მიხედვით, ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშებიდან თანხა მიიღო დანარჩენმა სამმა მონაწილემაც:გიორგი სანთელაძემ (santela_85), გიორგი სტეფანოვმა (luckyman365) და ანდრეი მერკოდანოვმა (a4bvuh). თითოეულმა მათგანმა 8597 ლარი მოიგო.

ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.

შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის პირობებს:

ჩვენი პოკერის ლობიში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ბედ-ბით ჯეკპოტის მაგიდების ხვადასხვა დონეების ბლაინდებით. ჯეკპოტის თანხა გაიზრდება მოგებული რეიკის ბანკის მიხედვით.

ბედ-ბით ჯეკპოტის მაგიდებზე ყველა მოთამაშეს შეუძლია მოიგოს ჯეკპოტი, ადმინისტრატორის მიერ შექმნილ ჯეკპოტის მაგიდებზე მონაწილეობის მიღების გზით.

ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობები შემდეგნაირია:

• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან

• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.

• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი

• აღებულია ჯეკპოტის რეიკი

• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.

ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:

• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)

• 20%-ს ხელის მოგებული

• 10% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში

• 30% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში

ითამაშეთ პოკერი ევროპაბეთზე და მოიგეთ ბედ-ბით ჯეკპოტი!

Poker Ring - II სეზონის ფინალი

16 ივნისს POKER RING 2-ის ბოლო ნახევარფინალი გაიმართა

POKER RING 2-ის მე-8 ნახევარფინალი