Europe-bet-ის პოკერრუმში უკვე მეორე ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა. ჯეკპოტის საპრიზო ფონდმა ამჯერად 102 185 ლარი შეადგინა და ეს თანხა ექვსმა მოთამაშემ მოიგო.
პირველ ადგილზე გასულმა მოთამაშემ ნუკრი მეტრეველმა (PokerKid) 40 875 ლარი მოიგო. მან 2-იანების კარეში წააგო რევაზ გიჯაბიძესთან (AK-AA-ONLY), რომელსაც 10-იანების კარე ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა რევაზ გიჯაბიძემ 20,437 ლარი მოიგო.
პირობების მიხედვით, ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშებიდან თანხა მიიღო დანარჩენმა ოთხმა მონაწილემაც: ირაკლი გავაშელმა (IKA3003(D), გიორგი ბირკაძემ (giushki), მერაბ შეკლაშვილმა (teriaiu) და ირინე ლეჟავამ (grishka99). თითოეულმა მათგანმა 2554 ლარი მოიგო.
ბედ-ბით ჯეკპოტი 13 დეკემბერს, 04:35 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა Jackpot # BB 5#61 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი კი - #99656993 იყო. ბლაინდი 1,00/2,00 ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, ბედ-ბით ჯეკპოტი Europe-bet-ის პოკერრუმში უკვე მეორედ გათამაშდა. პირველი ჯეკპოტის რეკორდული თანხა 258 000 ლარი ხუთმა მოთამაშემ მოიგო.
ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.
ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობები შემდეგნაირია:
• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან
• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.
• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი
• აღებულია ჯეკპოტის რეიკი
• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.
ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:
• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)
• 20%-ს ხელის მოგებული
• 10% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში
• 30% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში
ითამაშეთ პოკერი ევროპაბეთზე და მოიგეთ ბედ-ბით ჯეკპოტი!