Europe-bet-ზებედ-ბით ჯეკპოტი მეოთხედ გათამაშდა

Europe-bet-ზებედ-ბით ჯეკპოტი მეოთხედ გათამაშდა

Europe-bet-ის პოკერრუმში ბედ-ბით ჯეკპოტი უკვე მეოთხედ გათამაშდა. ჯეკპოტის საპრიზო ფონდმა ამჯერად 26 274 ლარი შეადგინა და ეს თანხა ხუთმა მოთამაშემ მოიგო. 

პირველ ადგილზე გასულმა მოთამაშემ kaxaberi 172-მა 15 010 ლარი მოიგო. მან 4-იანების კარეში წააგო marsi_777-სთან, რომელსაც სტრიტ ფლეში ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა marsi_777-მა 7 510 ლარი მოიგო.

პირობების მიხედვით, ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშებიდან თანხა მიიღო დანარჩენმა სამმა მონაწილემაც: bachi_17, bajundala და kokain0. თითოეულმა მათგანმა 1250 ლარი მოიგო.

მეოთხე ბედ-ბით ჯეკპოტი 22 დეკემბერს, 04.01 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა Jackpot BB 23 #664 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი კი - #103433668 იყო. ბლაინდი 0,05/0,10 ლარს შეადგენდა.

ბედ-ბით ჯეკპოტი Europe-bet-ის პოკერრუმში უკვე მეოთხედ გათამაშდა. პირველი ჯეკპოტის რეკორდული თანხა 258 000 ლარი ხუთმა მოთამაშემ მოიგო, მეორე ჯეკპოტი - 102 185 ლარი ექვსმა მოთამაშემ, მესამე ჯეკპოტი - 39 116 ლარი კი ასევე ექვსმა მოთამაშემ მოიგო.

ონლაინ-პოკერში ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშება Europe-bet-მა ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. Europe-bet-ის პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.

ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობები შემდეგნაირია:

• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან

• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.

• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი

• აღებულია ჯეკპოტის რეიკი

• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.

ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:

• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)

• 20%-ს ხელის მოგებული

• 10% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში

• 30% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში

ითამაშეთ პოკერი ევროპაბეთზე და მოიგეთ ბედ-ბით ჯეკპოტი!

იხილეთ მეოთხე ბეთ-ბით ჯეკპოტის ამსახველი ვიდეო

Poker Ring - II სეზონის ფინალი

16 ივნისს POKER RING 2-ის ბოლო ნახევარფინალი გაიმართა

POKER RING 2-ის მე-8 ნახევარფინალი