25 დეკემბერს პოკერის პროფესიონალი მოთამაშეები, მოყვარულები და უბრალოდ გულშემატკივრები ტელეკომპანია "იმედის" სტუდიაში FINAL 2011-ზე შეიკრიბნენ.
წლის მთავარი მოვლენა და ტურნირი ონლაინ პოკერის 2011 წლის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად Europe-bet-ის ორგანიზებით გაიმართა. FINAL 2011-ზე ნამდვილი სპორტული ატმოსფერო სუფევდა. ფინალური მაგიდის 9 მონაწილე - გიორგი გახარია, ბაჩუკი ყანადაშვილი, ლევან ცერცვაძე, თევდორე ფხოველიშვილი, მამუკა უჯერაშვილი, ირაკლი გავაშელი, გრიგოლ ცირეკიძე, ენვერ ხვიტია და ირაკლი შეწირული თამაშის დაწყებას მოუთმენლად ელოდნენ. სტუდიაში შეკრებილი გულშემატკივრები კი ფავორიტებს ამხნევებდნენ.
ტურნირის მთავარი მსაჯი გიორგი კიკნაძე, დილერი კი ირინა ჩანტლაძე იყო. ფინალური თამაში, რომლის გარანტირებული საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. დაწყებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ფრთხილი თამაში მიმდინარეობდა. მონაწილეები ნაკლებად რისკავდნენ და გაბედული ნაბიჯებისგან თავს იკავებდნენ. პირველი რამდენიმე საათი მოთამაშეებმა ერთმანეთის შესწავლას დაუთმეს.
ცხრა მონაწილიდან თამაშს პირველი ირაკლი შეწირული გამოეთიშა, მას ენვერ ხვიტია და ბაჩუკი ყანდაშვილი მიყვნენ. მოთამაშეების რაოდენობის შემცირებასთან ერთად თამაშში რისკის ფაქტორმაიმატა: მონაწილეებმა ე.წ. "ბლაინდების მოპარვა" დაიწყეს, გაიზარდა ბლეფის მომენტიც. ფინალური მაგიდა რიგრიგობით დატოვეს გრიგოლ ცირეკიძემ, გიორგი გახარიამ და მამუკა უჯერაშვილმა.
ხანგრძლივი და რთული თამაშის შემდეგ მაგიდასთან სამი მოთამაშე დარჩა: ლევან ცერცვაძე, თევდორე ფხოველიშვილი და ირაკლი გავაშელი. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო სამეულის გამოვლენა დიდხანს გაგრძელდა, არც მონაწილეებს და არც გულშემატკივრებს დაღლა არ ეტყობოდათ. თამაშის განახლებიდან რამდენიმე წუთში თამაში ლევან ცერცვაძემ დატოვა.
FINAL 2011-ის ყველაზე საინტერესო და დაძაბული მომენტი ფინალური ორთაბრძოლა Headsup გამოდგა. სიტუაცია ყველა დარიგებაზე იცვლებოდა: უპირატესობა ხან ერთ მოთამაშეს ჰქონდა, ხან-მეორეს, თუმცა საბოლოოდ ირაკლი გავაშელმა იმარჯვა და ონლაინ პოკერის 2011 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა.
FINAL 2011-ის საპრიზო ადგილები და პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. ირაკლი გავაშელი - 15 000 ლარი
2. თევდორე ფხოველიშვილი - 10 000 ლარი
3. ლევან ცერცვაძე - 5 000 ლარი
4. მამუკა უჯერაშვილი - 3750 ლარი
5. გიორგი გახარია - 3000 ლარი
6. გრიგოლ ცირეკიძე - 2500 ლარი
7. ბაჩუკი ყანდაშვილი - 2000 ლარი
8. ენვერ ხვიტია - 1500 ლარი
9. ირაკლი შეწირული - 1250 ლარი
ფულადი პრიზების გარდა, ფინალური მაგიდის ცხრავე მონაწილეს Europe-bet-მა ორიგინალური საჩუქრები გადასცა.
ფინალურ ტურნირს და მის ყველა საინტერესო და დაძაბულ მომენტს მაყურებელი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, 2012 წლის დასაწყისში, სპეციალურად მომზადებულ გადაცემაში იხილავს.