ეკა ხოფერიამ "აუდიტორიაში" საახალწლო კერძების მოსამზადებელი პროდუქტები სტუმრებს მიატანინა

ეკა ხოფერიამ "აუდიტორიაში" საახალწლო კერძების მოსამზადებელი პროდუქტები სტუმრებს მიატანინა

გასულ კვირას "პირველ არხზე" "აუდიტორიას" დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს. ყველასთვის ნაცნობი მომღერლები და მსახიობები საახალწლოდ გემრიელი კერძების მომზადებას გვასწავლიდნენ. ნინო ჩხეიძემ ჩირებისა და ბრინჯისგან მომზადებული უგემრიელესი რეცეპტი გაგვიზიარა. მაცაცო სებისკვერაძემ ხაჭაპურების მისეული რეცეპტები გაგვიმხილა.

ნინო ნოდიას, იმავე ზუზუს დედამ ისეთი სალათა გააკეთა, კარგად დანაყრებულსაც მოშივდებოდა, რეჟისორმა ციცინო კობიაშვილმა ულამაზესი სალათა მოამზადა და ასე გაგრძელდა მთელი გადაცემა. მოგვიანებით კი ერთი საოცარი რამ გავიგე - თურმე ამ კერძების მოსამზადებელი ინგრედიენტები გადაცემაში თავად სტუმრებს მიუტანიათ. თავიდან მონაყოლი ვერაფრით ვერ დავიჯერე და "აუდიტორიის" პროდიუსერ ირაკლი გაფრინდაშვილს დავურეკე. ირაკლის ეს ამბავი არ უარუყვია და მითხრა, "პირველ არხზე" ლეგენდები დადის, მაცაცო სებისკვერაძემ ისეთი გემრიელი ხაჭაპურები მოიტანაო.

"აუდიტორიის" საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე ირაკლი არ ყოფილა და ხაჭაპურიც არ შეხვედრია. ვერ მიხვდა, რატომ დავინტერესდი ამ თემით. აბა, ხაჭაპურს სტუდიაში უცბად ვერ მოამზადებდაო, მითხრა. თუმცა ხაჭაპურის გარდა სტუმრებს სტუდიაში ძალიან ბევრი ინგრედიენტი ჰქონდათ მიტანილი. სიტუაციაში უფრო კარგად რომ გავრკვეულიყავი, ირაკლიმ გადაცემის მეორე პროდიუსერთან, ნინო კოტარიასთან გადამამისამართა. ნინო კოტარიაც ვერ მიხვდა, ამ ამბით რატომ დავინტერესდი. მეც ავუხსენი, რომ მსგავსი რამ არც ერთ გადაცემაში არ ხდება და როცა სტუმარი გადაცემაში რაიმეს ამზადებს, კერძის ინგრედიენტები, წესით, გადაცემაში უნდა დაახვედრონ. თან არ მგონია, "პირველ არხზე" ისე უჭირდეთ, კერძებისთვის პროდუქტები ვერ შეიძინონ. ნინო დამპირდა, დაგირეკავ და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებო. თუმცა არ დაურეკავს. ან რა იყო საკომენტარო? ფაქტია, რომ საახალწლო გადაცემის მომზადება "აუდიტორიის" შემქმნელებმა ასე ორიგინალურად გადაწყვიტეს.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები