ნორვეგიის ჩრდილოეთ სანაპიროეზე 20 ტონა მკვდარი ქაშაყი გამოირიყა. მსოფლიოს ეკოლოგები ამ ფაქტმა შეაშფოთა.
პირველად მკვდარი თევზი კვაენესის პლაჟზე, ნორდრეიზის მცხოვრებმა იან-პიტერ იორგენსენმა აღმოაჩინა, რომელიც სანაპიროზე ძაღლის გასეირნებას აპირებდა. "ეს პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი ფაქტი 80-იან წლებში უკვე ყოფილა", - განაცხადა იორგენსენმა.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თევზის მასობრივი დახოცვის მიზეზი ჟანგბადის უკმარისობაა.
კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, თევზის გამორიყვა ცოტა ხნის წინ მომხდარმა ძლიერმა გრიგალმა გამოიწვია, რის შედეგადაც თევზების ეს დიდი გუნდი მდორე წყალში აღმოჩნდა, რაც მათთვის მომაკვდინებელია.
მსგავსი პრობლემა გაჩნდა აშშ-შიც. ორნიტოლოგები შაშვების მასობრივ სიკვდილიანობას იკვლევენ. არკანზასის შტატში ციდან 200 მკვდარი შაშვი ჩამოვარდა.
ეს ამ რეგიონში პირველი შემთხვევა არ არის, გასული წლის დასაწყისში დაახლოებით 5000 შაშვი დაიხოცა.
მეცნიერების აზრით, ფრინველების გარდაცვალების მიზეზი საახალწლო მაშხალებია, რომლებმაც შაშვები დააფრთხეს. ფრინველის ეს ჯიში ღამით ვერ ხედავს, ამიტომ ორიენტაცია დაკარგულები მანქანებს, ხეებსა და სახლებს ეჯახებოდნენ.
მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.