2012 წლის პირველი ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა

2012 წლის პირველი ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა

Europe-bet-ზე 2012 წლის პირველი ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა. საპრიზო ფონდმა ამჯერად 43138 ლარი შეადგინა და ეს თანხა ხუთმა მოთამაშემ მოიგო.

პირველ ადგილზე გასულმა nodaripartladze-მ 24639 ლარი მოიგო. მან 10-იანების კარეში წააგო mito75-თან, რომელსაც სტრიტ ფლეში ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა mito75-მა 12339 ლარი მოიგო.

გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა სამმა მონაწილემ - nikola21-მა, ika006-მა და giorgi-lefsveridze-მაც მიიღო. თითოეულმა მათგანმა 2053 ლარი მოიგო.

ბედ-ბით ჯეკპოტი 4 იანვარს, 14:16 საათზე გათამაშდა. 2012 წელს პირველი იღბლიანი მაგიდა Jackpot 1 N209 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი N109465787 იყო, ბლაინდი კი 0,05/0,10 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, ბედ-ბით ჯეკპოტი Europe-bet-ის პოკერრუმში უკვე მეცხრედ გათამაშდა.

ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.

შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობებს:

• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან

• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.

• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი

• აღებულია ჯეკპოტის რეიკი

• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.

ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:

• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)

• 20%-ს ხელის მოგებული

• 10% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში

• 30% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში

Poker Ring - II სეზონის ფინალი

16 ივნისს POKER RING 2-ის ბოლო ნახევარფინალი გაიმართა

POKER RING 2-ის მე-8 ნახევარფინალი