ხარისხიანი ოქრო

ხარისხიანი ოქრო

ბაზარი ოქროსა და საიუველირო ნაწარმის უზარმაზარ არჩევანს გვთავაზობს. მრავალფეროვანია ძვირფასეულობის მწარმოებელთა ჩამონათვალიც და სინჯების ხარისხიც. რა უნდა იცოდეთ, რომ ოქროულის შეძენისას მოტყუებულნი არ დარჩეთ და გადახდილი თანხა ოქროს ხარისხს შეესაბამებოდეს. თქვენს კითხვებს "ზარაფხანის" ექსპერტი, ლუიზა ხარაული უპასუხებს.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი ლია: ოქროს ბირჟაზე სხვადასხვა წარმომავლობის ოქროს გთავაზობენ, რუსულის, სომხურს, იტალიურს, თურქულს და ქართულს. რა განსხვავებაა მათ შორის და რომელია ყველაზე ხარისხიანი?

ოქროს არა აქვს გვარი და ეროვნება. სუფთა ოქრო იმდენად რბილია, რომ ერთი გრამიდან იწელება სამი კილომეტრი მავთული, ამიტომ სიმაგრისათვის რბილი და სუფთა ოქროს დალეგირება სხვადასხვა ლითონებით "ლიგატურით" ხდება, რის შემდეგ ვღებულობთ სინჯიან ოქროს.

სინჯი არის ოქროს სისუფთავის საზომი ერთეული, რაც მაღალია სინჯი, მით უფრო ძვირფასია ოქრო. მაგალითისთვის 1000 გრამ 585 სინჯის შენადნობში სუფთა ოქროს წილი 585 გრამია და 415 გრამი სხვადასხვა ლითონი (ვერცხლი, სპილენძი, თუთია, ნიკელი, პალადიუმი). ამ ლითონების შემადგენლობა ოქროს შენადნობს უცვლის ფერს, რაც სინჯზე არ მოქმედებს.

მკითხველი მაიკო: ადრინდელ სამკაულეს აქვთ სინჯი 583, ახლებს 585. ამბობენ, რომ 583 ჯობია. მართლაც ასეა? რა სხვაობაა ამ ორ სინჯს შორის?

სხვაობა"რუსულ" საბჭოურ 583 და 585 სინჯებში თითქმის არ არის – ორ სინჯშია. ერთი და იგივე სინჯის სხვადსხვა ფერის ოქროს შენადნობში ფერის გარდა სხვაობა არ არის.

მკითხველი ნუკა: რატომ ითვლება უფრო ხარისხიანად ძველი საბჭოთა პერიოდის ოქროული?

კარგი და ცუდი ოქრო არ არის, არის დაბალი და მაღალი სინჯის ოქრო. არის გაყალბებული სინჯი, რომლის გარჩევა შესაძლოა მხოლოდ ექსპერტთან სათანადო ხელსაწყოებით.

მკითხველი ნინო: მართალია რომ ინდური ოქრო უხარისხოა?

რაც შეეხება "თურქულ" და "ინდურ" ოქროს, თუ ქარხნული წესითაა დამზადებული ნაწარმის სინჯში პრობლემა არ იქნება.

მკითხველი თამრი: როგორ უნდა გავარჩიოთ, სინჯი რეალურად შეესაბამება თუ არა პროდუქციის ხარისხს? როგორი უნდა იყოს დამღა? მხოლოდ ციფრი უნდა ეწეროს თუ თუ კიდევ რაიმე სიმბოლოა საჭირო?

დამღის გარჩევა მხოლოდ ექსპერტს შეუძლია, რომელსაც შესაბამისი აღჭურვილობა გააჩნია.

მკითხველი გიო: რატომ ითვლება თურქული ოქრო უხარისხოდ, არ მესმის ოქრო თუ არაა მასში, რატომ იყიდება როგორც ოქრო? რით არის ის რუსულ ოქროზე ნაკლები ხარისხის.

ოქრო ვერ იქნება უხარისხო, თუ მას სინჯი აქვს მინიჭებული. მთავარია სინჯი გაყალბებული არ იყოს. 

მკითხველი ეკა: ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე სინჯები მოქმედებს?

დღეს მსოფლიოში მოქმედებს სინჯის ორო სისტემა – მეტრული ერთეულით და კარატული 24 ერთეულით.

• მეტრული სისტემის სინჯებია და ცალკეულ ქვეყნებში მოქმედებს: 333; 375; 500; 583; 585; 750; 875; 880; 900; 916; 958; 960.

• კარატული სისტემის სინჯებია: 8; 9; 14; 18; 21; 22; 23.

საქართველოში მეტრული სისტემიდან გამოყენებულია: 375; 583; 585; 750; 958 სინჯები.

მკითხველი ტასო: რამდენად სანდოა დღევანდელი სინჯები?

მაღაზიები, რომელთა უკან დგას კომპანია თავისი წარმოებით, ქიმიური ლაბორატორიით, სადაც ტარდება ანალიზები, და სინჯის აღმნიშვნელ დამღში ასახულია კომპანიის ლოგო - ყველაზე სანდოა.

ქუთაისში "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს ახალი მოთხოვნა აქვთ - "გადადგეს ნათია თურნავა"

რა შეთანხმება მოხდა ინვესტორთან "ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით? - ნათია თურნავას განცხადება

OMV Petrom - რა ვიცით კომპანიაზე, რომელიც საქართველოში ნავთობის მოპოვებას იწყებს?