15 იანვარს საქართველოს ნარდის ასოციაციის ეგიდითა და კომპანია ევროპაბეთის ორგანიზებით, ნარდის საახალწლო ტურნირი გაიმართა. კულტურის ცენტრმუზაში ყველასთვის საყვარელი თამაში ამჯერად გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწეებმა, მსახიობებმა, მომღერლებმა, პოლიტიკოსებმა და სხვა ცნობილმასახეებმა ითამაშეს.
ტურნირს საქართველოს ნარდის ასოციაციის პრეზიდენტი თეიმურაზ ქურციკიძე მსაჯობდა, ერთმანეთს კი სულ 150-მდე მონაწილე შეხვდა. შეჯიბრი მამაკაცებსა და ქალებს შორის ოთხ-ოთხი საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად ცალ-ცალკე ჩატარდა. ქალებს შორის პირველობა პარლამენტარმა გურანდა ჯაბუამ, მამაკაცებს შორის კი - პროფესიული კავშირების კულტურის ცენტრის დირექტორმა ნოდარ ტაბიძემ მოიპოვა.
გამარჯვებულები კომპანია ევროპაბეთმა პლანშეტური კომპიუტერებით, მომდევნო საპრიზო ადგილებზე გასული მოთამაშეები კი ფულადი ჯილოდებითა და სამახსოვრო სუვენირებით დაასაჩუქრა:
1. გურანდა ჯაბუა - პლანშეტური კომპიუტერი
2. ცისანა მჭედლიძე - 600 ლარი
3. გულიკო ჭუმბაძე - 300 ლარი
4. ნაზი კილასონია - 300 ლარი
1. ნოდარ ტაბიძე -პლანშეტური კომპიუტერი
2. მიხეილ სოსელია - 700 ლარი
3. ალექსანდრე თეთრაშვილი - 400 ლარი
4. გიორგი ყუფარაძე - 400 ლარი
ევროპაბეთი მომავალშიც არაერთი საინტერესო ტურნირის გამართვას გეგმავს.