მარმარილოს ზღვაში ერთმანეთს სამი გემი შეეჯახა

მარმარილოს ზღვაში ერთმანეთს სამი გემი შეეჯახა

მარმარილოს ზღვაში, სტამბულის სანაპიროსთან, სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი ტვირთმზიდი "კაიან – 1" მცირე ზომის ორ ხომალდს შეეჯახა .

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეჯახების შედეგად 86 მეტრიანი ტვირთმზიდი გადაიხარა და ჩაძირვა დაიწყო. ბორტზე 13 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვცელდება. უცნობია ისიც, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ისინი.

მცირე ზომის ხომალდებმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს.

შემთხვევის ადგილზე თურქეთის სანაპირო დაცვის გემები გავიდნენ. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

წინასწარი ინფორმაციით, შეჯახების მიზეზი ძლიერი შტორმი გახდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია