Europe-bet-ზე მეთერთმეტე ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა

Europe-bet-ზე მეთერთმეტე ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა

Europe-bet-ის პოკერრუმში უკვე მეთერთმეტე ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა. საპრიზო ფონდმა ამჯერად 52 990 ლარი შეადგინა და ეს თანხა ხუთმა მოთამაშემ მოიგო.

პირველ ადგილზე გასულმა giorga202-მა 30274 ლარი მოიგო. მან 7-იანების კარეში წააგო dini-სთან, რომელსაც დამების კარე ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა dini-მ 15 147 ლარი მოიგო.

გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა სამმა მონაწილემ - xbaturax-მა, c0ca1ne-მ და sadunishvili-მაც მიიღო. თითოეულმა მათგანმა 2522 ლარი მოიგო.

ბედ-ბით ჯეკპოტი 20 იანვარს, 22:51 საათზე გათამაშდა. მეთერთმეტე იღბლიანი მაგიდა Jackpot 3 N438 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი N119391550 იყო, ბლაინდი კი 0,05/0,10 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.

შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობებს:

• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან

• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.

• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი (მინიმუმ 10 თეთრი)

• აღებულია ჯეკპოტის რეიკი (მინიმუმ 5 თეთრი)

• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.

ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:

• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)

• 20%-ს ხელის მოგებული

• 10% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში

• 30% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში

იხილეთ მეთერთმეტე ბედ-ბით ჯეკპოტის ამსახველი ვიდეო

Poker Ring - II სეზონის ფინალი

16 ივნისს POKER RING 2-ის ბოლო ნახევარფინალი გაიმართა

POKER RING 2-ის მე-8 ნახევარფინალი