დასავლეთ საქართველოში გათიშული აბონენტების რიცხვი 50 000-მდე შემცირდა

დასავლეთ საქართველოში გათიშული აბონენტების რიცხვი 50 000-მდე შემცირდა

დასავლეთ საქართველოში 10 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამ დროისთვის გათიშული აბონენტების რიცხვი 50 000-მდე შემცირდა. დასავლეთ საქართველოში გათიშულია 2 მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რის გამოც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში 15 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კომპანიის განმარტებით, დიდთოვლობის გამო, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების აღდგენა ვერ ხერხდება, ამიტომ აღნიშნულ აბონენტებს "ენერგო-პრო ჯორჯია" დღის ბოლომდე ალტერნატიულ ხაზზე გადართავს.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.

დიდთოვლობის გამო, დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგია 60 000 აბონენტს დილიდან არ მიეწოდებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია