რუსი ტელეწამყვანი პუტინის დაკრძალვით დაინტერესდა

რუსი ტელეწამყვანი პუტინის დაკრძალვით დაინტერესდა

რუსული ტელერადიოკომპანია "კრასნოიარსკის" წამყვანმა, მაყურებელს ჰკითხა, "უნდა დაკრძალონ თუ არა ვლადიმერ პუტინი". სინამდვილეში საუბარი ვლადიმერ ლენინის დაკრძალვის საკითხს ეხებოდა, თუმცა ტელეწამყვანს ლენინის ნაცვლად პუტინი წამოსცდა.

ამ ინციდენტმა სოციალურ ქსელებში დიდი ხმაური გამოიწვია. ბლოგერები შემთხვევას "სახალისოდ" მიიჩნევენ, ზოგი კი - "სახიფათოდ". გადაცემის ვიდეო 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა და "დაალაიქა".

"ეს ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ლაფსუსია, რაც კი ტელევიზიით ოდესმე მინახავს", - წერს ბლოგერი teh_nomad.

ინციდენტთან დაკავშირებით ინტერნეტში ფოტომონტაჟიც კი გავრცელდა, რომელზეც მავზოლეუმს ამშვენებს წარწერა: "პუტინი ცოცხალია".

რუსეთის ლიდერთა ყოფნა-არყოფნის თემაზე რუსები პირველად არ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა ჰკითხეს, მზადაა თუ არა პრეზიდენტი იმისთვის, რომ რევოლუციის შემთხვევაში, სახალხო სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯოს და გაუძლებს თუ არა ამ განსაცდელს ღირსეულად. მედვედევმა უპასუხა, რომ არაფრის ეშინია, თუმცა მისი თქმით, რუსეთი რევოლუციისგან შორსაა.

მომზადებულია ukranews.com-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები