Europe-bet-ზე დღეს 2 ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა

Europe-bet-ზე დღეს 2 ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა

Europe-bet-ის პოკერრუმში დღეს ერთდროულად ორი ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა. პირველი ჯეკპოტის საპრიზო ფონდმა ამჯერად 40059 ლარი შეადგინა და ეს თანხა ექვსმა მოთამაშემ მოიგო.

პირველ ადგილზე გასულმა dddito-მ 22888 ლარი მოიგო. მან 7-იანების კარეში წააგო datyna-სთან, რომელსაც სტრიტ ფლეში ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა datyna-მ 11 448 ლარი მოიგო.

გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა ოთხმა მონაწილემ - ritabi-მ, nageli-მ, linestrip-მა და xati-xati-მაც მიიღო. თითოეულმა მათგანმა 1430 ლარი მოიგო.

პირველი ბედ-ბით ჯეკპოტი 14:54 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა Jackpot 1 N988 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი N122592548 იყო, ბლაინდი კი 0,05/0,10 ლარს შეადგენდა.

დაახლოებით სამი საათის შემდეგ, 17:26 საათზე Europe-bet-ის პოკერრუმში კიდევ ერთი ბედ-ბით ჯეკპოტი გათამაშდა. მისმა საპრიზო ფონდმა 8720 ლარი შეადგინა და ეს თანხა ოთხმა მოთამაშემ მოიგო.

პირველ ადგილზე გასულმა kvara_84-მა კაროლების კარეში წააგო paco7777777-თან, რომელსაც როიალ ფლეში ჰყავდა. kvara_84-მა 4978 ლარი, paco7777777-მა კი 2497 ლარი მოიგო. რაც შეეხება დანარჩენ 2 მონაწილეს- italianec-სა და drogba-goga-ს, მათ 622-622 ლარი მოიგეს.

შეგახსენებთ, ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.

შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობებს:

• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან

• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.

• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი(მინიმუმ 10 თეთრი)

• აღებულია ჯეკპოტის რეიკი (მინიმუმ 5 თეთრი)

• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.

ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:

• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)

• 20%-ს ხელის მოგებული

• 10% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში

• 30% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო

Poker Ring - II სეზონის ფინალი

16 ივნისს POKER RING 2-ის ბოლო ნახევარფინალი გაიმართა

POKER RING 2-ის მე-8 ნახევარფინალი