პაულო კოელიო ინტერნეტ-მეკობრეობას მიესალმება

პაულო კოელიო ინტერნეტ-მეკობრეობას მიესალმება

ცნობილი ბრაზილიელი მწერალი, პაულო კოელიო საკუთარი შემოქმედების მეკობრული საიტებით გავრცელებას მიესალმება. ამის შესახებ კოელიომ თავის ბლოგში დაწერა.

ამ დღეებში, მწერალმა მხარი დაუჭირა მეკობრულ საიტს The Pirate Bay-ს და მას საკუთარი წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესთავაზა.

58 წლის კოელიოს აზრით, მწერალში აზრების გაცვლის სურვილი მოგების სურვილზე ძლიერი უნდა იყოს.  მწერალი ფიქრობს, რომ თუ ადამიანი ინტერნეტში რაიმე საინტერესოს წააწყდება, შემდეგ წიგნს აუცილებლად შეიძენს.

საკუთარი მოსაზრება კოელიომ თავისი მაგალითით განამტკიცა. ჯერ კიდევ 1999 წელს, მან საკუთარი რომანი "ალქიმიკოსი" ინტერნეტში განათავსა, ამან  წიგნს ხელი არ შეუშალა, 140 მლნ ტირაჟით გაყიდულიყო. 

შეგახსენებთ, რომ მწერალი აშშ-ში ინტერნეტ-მეკობრეობასთან ბრძოლის კანონპროექტს დაუპირისპირდა.

მომზადებულია New York Post-ის მიხედვით. 

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს