Europe-bet-ზე მეთხუთმეტე ჯეკპოტი გათამაშდა

Europe-bet-ზე მეთხუთმეტე ჯეკპოტი გათამაშდა

Europe-bet-ის პოკერრუმში, ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება გრძელდება. ამჯერად, მეთხუთმეტე ჯეკპოტი გათამაშდა, რომლის საპრიზო ფონდმა 50 099 ლარი შეადგინა და ეს თანხა ხუთმა მოთამაშემ მოიგო.

პირველ ადგილზე გასულმა nksandrik-მა 28 606 ლარი მოიგო. მან სტრიტ ფლეშში( Jh10h) წააგო ST205-თან, რომელსაც ასევე სტრიტ ფლეში( 5h6h) ჰყავდა. ფლოპიზე ამოვიდა: js9h3h8h7h. მეორე ადგილზე გასულმა ST205-მა 14 341 ლარი მოიგო.

გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა სამმა მონაწილემ - 777LUCKY-მ, TDZI-მ და nako555-მაც მიიღო. თითოეულმა მათგანმა 2383 ლარი მოიგო.

ბედ-ბით ჯეკპოტი 6 თებერვალს, 14:53 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა ამჯერად Jackpot 5 N1148 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი N127862256 იყო, ბლაინდი კი 0,10/0,20 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.

შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობებს:

• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან

• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.

• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი(მინიმუმ 10 თეთრი)

• აღებულია ჯეკპოტის რეიკი (მინიმუმ 5 თეთრი)

• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.

ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:

• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)

• 20%-ს ხელის მოგებული

• 10% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში

• 30% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში

იხილეთ ვიდეო

Poker Ring - II სეზონის ფინალი

16 ივნისს POKER RING 2-ის ბოლო ნახევარფინალი გაიმართა

POKER RING 2-ის მე-8 ნახევარფინალი