დიდი ბრიტანეთის და ამერიკის ასზე მეტმა ცნობილმა მწერალმა, ბოლო 200 წლის ლიტერატურული ნაწარმოებების შერჩევაში მიიღეს მონაწილეობა.
XIX საუკუნის საუკეთესო ნაწარმოები "ანა კარენინაა", ხოლო XX საუკუნის - "ლოლიტა".
წიგნების შერჩევაში 125 მწერალი მონაწილეობდა, მათ შორის: ნორმან მეილერი, სტივენ კინგი, ენ პატჩეტი, ჯონატან ფრანზენი, ჯოის კეროლ ოუტსი და თანამედროვეობის სხვა ცნობილი ავტორები.
მწერლებს 544 ნაწარმოების ნუსხა შესთავაზეს. წიგნები ქულების განსაზღვრულ რაოდენობას აგროვებდნენ, რომელიც რიგით ნომერზე იყო დამოკიდებული. თუ წიგნს პირველი ნომერი ქონდა, ათ ქულას იღებდა, თუ სიას ასრულებდა - ერთს.
ХХ საუკუნის ათი საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოები
1. "ლოლიტა" -ვლადიმერ ნაბოკოვი
2. "დიდი გეთსბი" - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
3. "დაკარგული დროის ძიებაში" - მარსელ პრუსტი
4. "ულისი" - ჯეიმს ჯოისი
5. "დუბლინელები" - ჯეიმს ჯოისი
6. " მარტოობის ასი წელი" - გაბრიელ გარსია მარკესი
7. "ხმაური და მძვინვარება" - უილიამ ფოლკნერი
8. "შუქურისკენ" - ვირჯინია ვულფი
9. "მოთხრობების სრული კრებული" - ფლანერი ო'კონორი
10. "ფერმკრთალი ალი" - ვლადიმერ ნაბოკოვი
ХIХ საუკუნის საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოები
1. "ანა კარენინა" - ლევ ტოლსტოი
2. "მადამ ბოვარი" - გუსტავ ფლობერი
3. "ომი და მშვიდობა" - ლევ ტოლსტოი
4. "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" - მარკ ტვენი
5. ანტონ ჩეხოვის მოთხრობები
6. "შუა მარტი" - ჯორჯ ელიოტი
7. "მობი დიკი" - ჰერმან მელვილი
8. "დიდი იმედები" - ჩარლზ დიკენსი
9. "დანაშაული და სასჯელი" - თეოდორ დოსტოევსკი
10. "ემა" - ჯეინ ოსტინი
ათი ავტორი, რომლებიც სიაში ნაწარმოებების რაოდენობით ლიდერობენ
1. ულიამ შექსპირი - 11
2. უილიამ ფოლკნერი - 6
3. ჰენრი ჯეიმსი - 6
4. ჯეინ ოსტინი - 5
5. ჩარლზ დიკენსი - 5
6. თეოდორ დოსტოევსკი - 5
7. ერნესტ ჰემინგუეი - 5
8. ფრანც კაფკა - 5
9. ჯეიმს ჯოისი - 4
10. მარკ ტვენი - 4
ყველა დროის ათი უდიდესი მწერალი
1. ლევ ტოლსტოი (327);
2. უილიამ შექსპირი (293):
3. ჯეიმს ჯოისი (194):
4. ვლადიმერ ნაბოკოვი (190);
5. თეოდორ დოსტოევსკი (177);
6. უილიამ ფოლკნერი (173):
7. ჩარლზ დიკენსი (168);
8. ანტონ ჩეხოვი (165);
9. გუსტავ ფლობერი (163);
10. ჯეინ ოსტინი (161);
მომზადებულია newsru.com-ს მიხედვით.