Europe-bet-ზე კიდევ ერთი ჯეკპოტი გათამაშდა

Europe-bet-ზე კიდევ ერთი ჯეკპოტი გათამაშდა

Europe-bet-ის პოკერრუმში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება გრძელდება. ამჯერად, მეთექვსმეტე ჯეკპოტი გათამაშდა, რომლის საპრიზო ფონდმა 26 875 ლარი შეადგინა და ეს თანხა ოთხმა მოთამაშემ მოიგო.

პირველ ადგილზე გასულმა xacha-მ 28 606 ლარი მოიგო. მან დამების კარეში წააგო Shotex_თან, რომელსაც როაილ ფლეში ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა Shotex_მა 7 696 ლარი მოიგო.

გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა ორმა მონაწილემ - kingi_7 -მა და 5577-მაც მიიღო. თითოეულმა მათგანმა 1917 ლარი მოიგო.

ბედ-ბით ჯეკპოტი 9 თებერვალს, 00:33 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა ამჯერად Jackpot 16N 565 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი N129057111 იყო, ბლაინდი კი 0,25/0,50 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება „ევროპაბეთმა“ 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. „ევროპაბეთის“ პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.

შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობებს:

• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან

• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.

• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი(მინიმუმ 10 თეთრი)

• აღებულია ჯეკპოტის რეიკი (მინიმუმ 5 თეთრი)

• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.

ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:

• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)

• 20%-ს ხელის მოგებული

• 10% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში

• 30% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში

იხილეთ ვიდეო

Poker Ring - II სეზონის ფინალი

16 ივნისს POKER RING 2-ის ბოლო ნახევარფინალი გაიმართა

POKER RING 2-ის მე-8 ნახევარფინალი