Europe-bet-ის პოკერრუმში კიდევ ერთი ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა. მეჩვიდმეტე ჯეკპოტის საპრიზო ფონდმა 13974 ლარი შეადგინა და ეს თანხა ოთხმა მოთამაშემ მოიგო.
პირველ ადგილზე გასულმა konce17-მა 7988 ლარი მოიგო. მან შვიდიანების კარეში წააგო jangooo -სთან, რომელსაც დამების კარე ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა jangooo-მ 3992 ლარი მოიგო.
გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა ორმა მონაწილემ - gio198512-მა და Sulxana_Sulxana-მაც მიიღო. თითოეულმა მათგანმა 997 ლარი მოიგო.
ბედ-ბით ჯეკპოტი 10 თებერვალს, 14:06 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა ამჯერად Jackpot 4 # 1652 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი #129675087 იყო, ბლაინდი კი 0,05/0,10 ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.
შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობებს:
• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან
• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.
• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი(მინიმუმ 10 თეთრი)
• აღებულია ჯეკპოტის რეიკი (მინიმუმ 5 თეთრი)
• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.
ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:
• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)
• 20%-ს ხელის მოგებული
• 10% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში
• 30% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში
იხილეთ ვიდეო