ჩემი ორშაბათი კურიოზულად დაიწყო. გასულ კვირას სოფლიდან დედა მესტუმრა. საძინებელში მოვათავსე, მე კი გვერდითა ოთახში დავიძინე. დილით ავდექი და სამსახურში წასასვლელად მზადება დავიწყე. ფეხაკრეფით შევედი აბაზანაში, იქიდან გამოსულმა კი ჩაიდნით წყალი ავადუღე, ვისადილე და ჩავიცვი. მერე დედას ოთახში შევიპარე, რომ წასვლისას მეკოცნა.
ფრთხილად დავიხარე და ის იყო, ტუჩებით უნდა შევხებოდი, რომ უცებ, აფართხალდა და ხელი ისე მომიქნია, თავის გაწევა ვერ მოვასწარი და მოქნეული ხელი თვალში მომხვდა, რომელიც მალე ჩამილურჯდა კიდეც. მოულოდნელობისგან ვიყვირე და დედა უცებ გამოფხიზლდა. თურმე კოცნის დროს ჩემი თმა ლოყაზე შეხებია და მოეღუტუნა. რადგან ვერ მიხვდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, თავდაცვის ინსტინქტი ამუშავდა და ჩემი მოგერიება მოისურვა. აი, ასე... თუ გინდათ, დედას აკოცოთ, ჯერ გააღვიძეთ.
ნინუცა