Europe-bet-ზე ბედ ბით ჯეკპოტი კვლავ გათამაშდა

Europe-bet-ზე ბედ ბით ჯეკპოტი კვლავ გათამაშდა

Europe-bet-ზე ბედ ბით ჯეკპოტის მოგებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. ჩვენს პოკერრუმში 11 თებერვალს, კიდევ კიდევ ერთი, ამჯერად მე-18 ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა. ჯეკპოტის საპრიზო ფონდმა 7084 ლარი შეადგინა და ეს თანხა ხუთმა მოთამაშემ მოიგო.

პირველ ადგილზე გასულმა tako@tako-მ 4041 ლარი მოიგო. მან კაროლების კარეში წააგო nikola777-თან, რომელსაც როიალ ფლეში ჰყავდა. თავად nikola777-მა 2033 ლარი მოიგო.

გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა სამმა მონაწილემ - vaxuna87-მა, klaccik-მა და ivane80-მაც მიიღო. თითოეულმა მათგანმა 202 ლარი მოიგო.

ბედ-ბით ჯეკპოტი 11 თებერვალს, 00,31 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა ამჯერად Jackpot 2# 233 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი #129995879 იყო, ბლაინდი კი 0,05/0,10 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.

შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობებს:

• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან

• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.

• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი(მინიმუმ 10 თეთრი)

• აღებულია ჯეკპოტის რეიკი (მინიმუმ 5 თეთრი)

• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.

ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:

• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)

• 20%-ს ხელის მოგებული

• 10% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში

• 30% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში

იხილეთ ვიდეო

Poker Ring - II სეზონის ფინალი

16 ივნისს POKER RING 2-ის ბოლო ნახევარფინალი გაიმართა

POKER RING 2-ის მე-8 ნახევარფინალი