აზოვის ზღვაში ყინულებს შორის ტვირთმზიდი გაიჭედა, რომელზეც ორი ქართველი მეზღვაური იმყოფება.
ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, ტვირთმზიდის გამოსაყვანად ზღვაში სამაშველო ოპერაცია ყინულმჭრელების გამოყენებით უკვე მიმდინარეობს.
ქართველი მეზღვაურების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ტვირთმზიდზე საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, აზერბაიჯანელი, თურქი და უკრაინელი მეზღვაურებიც იმყოფებიან.