18 თებერვალს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტის ფედერაციამ თბილისის მერიისა და კომპანია ევროპაბეთის მხარდაჭერით ნარდის ტურნირი გამართა.
ტურნირი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად და მასში ამ ადამიანებთან ერთად პოპულარული და ცნობილი სახეები იღებდნენ მონაწილეობას.
ნარდის ტურნირში ერთმანეთს სულ 150-მდე მონაწილე შეხვდა. გამარჯვებულები კომპანია ევროპაბეთმა სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვა: პირველ ადგილზე გასულ გურამ ჩხაიძეს ნეტბუქი გადაეცა, მეორე ადგილზე გასული შოთა გოგინაშვილი მობილური ტელეფონით, მესამე ადგილზე გასული ეთერ კაკულია კი ფოტოაპარატით დაჯილდოვდა. ამას გარდა, ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ქალი მონაწილე სალომე მიქაძე ევროპაბეთმა ასევე ფოტოაპარატით დაასაჩუქრა.
ევროპაბეთი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობას და ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ამ ადამიანებს საზოგადოებასთან მაქსიმალური ინტეგრაციისათვის. აღნიშნული ღონისძიებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. ეს არ არის ჩვენი პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ნარდის ტურნირში, რომელიც იანვარში ჩვენი ორგანიზატორობით ჩატარდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ასევე იღებდნენ მონაწილეობას.
მომავალშიც ევროპაბეთი ამ ადამიანების საზოგადოებასთან ინტეგრაციის მხარდაჭერას გააგრძელებს და ამ მიზნით არაერთ ღონისძებას გამართავს.