Europe-bet-ზე ბედ ბით ჯეკპოტის მოგებულთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. ამჯერად ჩვენს პოკერრუმში 23-ე ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა. ჯეკპოტის საპრიზო ფონდმა 18 536 ლარი შეადგინა და ეს თანხა ექვსმა მოთამაშემ მოიგო.
პირველ ადგილზე გასულმა imerely-მ 10592 ლარი მოიგო. მან კაროლების კარეში წააგო ER@RTU-სთან, რომელსაც როიალ ფლეში ჰყავდა. ER@RTU-მ 5296 ლარი მოიგო.
გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა სამმა მონაწილემ - G1@-მა, G9U9R9U9-მ, ika.ika20 -მა და mister-მაც მიიღო. თითოეულმა მათგანმა 662 ლარი მოიგო.
ბედ-ბით ჯეკპოტი 1 მარტს, 18:11 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა ამჯერად Jackpot 17# 624 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი #139365219 იყო, ბლაინდი კი 0,50/1,00 ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.
შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობებს:
• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან
• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.
• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი(მინიმუმ 10 თეთრი)
• აღებულია ჯეკპოტის რეიკი (მინიმუმ 5 თეთრი)
• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.
ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:
• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)
• 20%-ს ხელის მოგებული
• 10% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში
• 30% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში