25-ე ბედ ბით ჯეკპოტი Europe-bet-ზე!

25-ე ბედ ბით ჯეკპოტი Europe-bet-ზე!

Europe-bet-ის პოკერრუმში კიდევ ერთი ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა. 25-ე ჯეკპოტის საპრიზო ფონდმა 20139 ლარი შეადგინა და ეს თანხა ცხრა მოთამაშემ მოიგო.

პირველ ადგილზე გასულმა jazika333-მა 10069 ლარი მოიგო. მან რვიანების კარეში წააგო KVADRO-KVADRO -სთან, რომელსაც სტრიტ ფლეში ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა KVADRO-KVADRO-მ 5 034 ლარი მოიგო.

გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა შვიდმა მონაწილემ - dancka-მ, serj777-მა, DUSE-მ, G9U9R9U9-მ, morfiusi-მ, David7770-მა და jjnjj-მაც მიიღო. თითოეულმა მათგანმა 719 ლარი მოიგო.

ბედ-ბით ჯეკპოტი 4 მარტს, 15:00 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა ამჯერად Jackpot 18 # 22 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი #140813760 იყო, ბლაინდი კი 0,50/1,00 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.

შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობებს:

• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან

• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.

• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი(მინიმუმ 10 თეთრი)

• აღებულია ჯეკპოტის რეიკი (მინიმუმ 5 თეთრი)

• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.

ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:

• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)

• 20%-ს ხელის მოგებული

• 20% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში

• 20% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში

იხილეთ ვიდეო

Poker Ring - II სეზონის ფინალი

16 ივნისს POKER RING 2-ის ბოლო ნახევარფინალი გაიმართა

POKER RING 2-ის მე-8 ნახევარფინალი