Europe-bet-ის პოკერ რუმში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება გრძელდება. ამჯერად Europe-bet-ზე 26-ე ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა, რომლის საპრიზო ფონდმა 49526 ლარი შეადგინა და ეს თანხა ექვსმა მოთამაშემ მოიგო.
პირველ ადგილზე გასულმა bandoev_a-მ 24763 ლარი მოიგო. მან ათიანების კარეში წააგო mishgad300-სთან, რომელსაც სტრიტ ფლეში ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა mishgad300-მა 12381 ლარი მოიგო.
გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა ოთხმა მონაწილემ - paneteria-მ, giorgit-მა, tgzura1974-მა და belaia-მაც მიიღო. თითოეულმა მათგანმა 3095 ლარი მოიგო.
ბედ-ბით ჯეკპოტი 10 მარტს, 22:17 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა ამჯერად Jackpot 17 # 547 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი #144368888 იყო, ბლაინდი კი 0,50/1,00 ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.
შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობებს:
• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან
• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.
• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი(მინიმუმ 10 თეთრი)
• აღებულია ჯეკპოტის რეიკი (მინიმუმ 5 თეთრი)
• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.
ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:
• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)
• 20%-ს ხელის მოგებული
• 20% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში
• 20% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში