Europe-bet-ის პოკერ რუმში ამჯერად 27-ე ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა. ჯეკპოტის საპრიზო ფონდმა 14083 ლარი შეადგინა და ეს თანხა ხუთმა მოთამაშემ მოიგო.
პირველ ადგილზე გასულმა M@rtin-მა 7033 ლარი მოიგო. მან სტრიტ ფლეშში(Ace to Five) წააგო mamcuka-სთან, რომელსაც ასევე სტრიტ ფლეში(Three to Seven) ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა mamcuka-მ 3534 ლარი მოიგო.
გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა სამმა მონაწილემ - kaxagode-მ, agora-მ და wveto66-მაც მიიღო. თითოეულმა მათგანმა 1172 ლარი მოიგო.
ბედ-ბით ჯეკპოტი 11 მარტს, 16:27 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა ამჯერად Jackpot 14 # 1431 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი #144692378 იყო, ბლაინდი კი 0,25/0,50 ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.
შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობებს:
• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან
• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.
• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი(მინიმუმ 10 თეთრი)
• აღებულია ჯეკპოტის რეიკი (მინიმუმ 5 თეთრი)
• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.
ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:
• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)
• 20%-ს ხელის მოგებული
• 20% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში
• 20% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში