"ტექნო ბუმი" "ჯეოსელს" 15 წლის იუბილეს იასამნისფერი ფასებით ულოცავს

 "ტექნო ბუმი" "ჯეოსელს" 15 წლის იუბილეს იასამნისფერი ფასებით ულოცავს

კომპანია "ტექნო ბუმი" "ჯეოსელის" 15 წლის იუბილეს იასამნისფერი ფასებით აღნიშნავს, ერთობლივი აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს ეძლევა საშუალება წარმოდგენილი იასამნისფერი ბარათით, რომელსაც ჯეოსელის ოფისებში და ტექნო ბუმის ქსელში შეძენილ ლაილაის ნომერში აღმოაჩენს, ისარგებლოს 30-დან 300 ლარამდე ფასდაკლებით საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებზე, ტელევიზორებზე და წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე.

ყველაზე წარმატებული, ნოვატორი და ლიდერი კომპანია ჩვენი ქსელი ჯეოსელი 15 წლისაა, ვულოცავთ ჩვენს 15 წლის პარტნიორ კომპანიას და მის გუნდს იუბილეს და დიდ წარმატებას ვუსურვებთ. დარწმუნებული ვართ ჯეოსელი კვლავაც არაერთი სიახლით და სურპრიზით გაახარებს საქართველოს მოსახლეობას, - აცხადებენ "ტექნო ბუმის" მენეჯმენტში.

იასამნისფერი ფერები "ტექნო ბუმის" თბილისის მაღაზიების გარდა, ბათუმის, ქობულეთის, გორის, ზესტაფონისა და ქუთაისის ფილიალებშიც ჭარბობს.

იასამნისფერი ფასები ტექნო ბუმის ქსელში 15 აპრილამდე გაგრძელდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა