რომელია ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი საქართველოსა და მსოფლიოში?

რომელია ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი საქართველოსა და მსოფლიოში?

ქვეყანაში შექმნილ დემოგრაფიულ სიტუაციაზე ხშირად გამოითქმება ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები: სპეციალისტთა ნაწილი დემოგრაფიულ ბუმზე ლაპარაკობს, ნაწილი კი - დემოგრაფიულ ზამთარზე. აღინიშნება ისიც, რომ რეგიონების მიხედვით, დემოგრაფიული მაჩვენებლები ძალიან განსხვავებულია.

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე სწრაფი მატება აღინიშნება ქართულ გვარებში:

1. ბერიძე, 2. ბოლქვაძე, 3. შაინიძე, 4. სურმანიძე, 5. კაპანაძე, 6. ცუცქირიძე, 7. დავითაძე, 8. დიასამიძე, 9. მახარაძე, 10. აბაშიძე, 11. დუმბაძე, 12. ფუტკარაძე, 13. მიქელაძე. 14. აბულაძე, 15. ზოიძე, 16. თურმანიძე, 17. გელაშვილი, 19. შავაძე, 19. ირემაძე, 20. ქათამაძე.

ქვეყანაში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარებია:

1. ბერიძე - 26.796 კაცი; 2. მამედოვი - 25.968; 3. კაპანაძე - 17.976; 4. ალიევი - 17.605; 5. გელაშვილი - 17.221; 6. მაისურაძე - 15.352; 7. გიორგაძე - 13.230; 8. ლომიძე - 12.301; 9. წიკლაური - 12.220; 10. ბოლქვაძე - 11.650.

ეს, რაც შეეხება საქართველოს, მაგრამ რომელია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული გვარი?

1. ლი - ამ გვარს 100 მილიონი ადამიანი ატარებს, იგი გავრცელებულია ჩინეთში, ვიეტნამსა და კორეაში.

2. ვანი - ამ გვარის 93 მილიონი წარმომადგენელი ცხოვრობს კორეაში, ჩინეთში, იაპონიასა და ვიეტნამში. ვანი ჩინურად მეფეა.

3. გარსია - 10 მილიონი. ესპანეთში მოსახლეობის 4 პროცენტი გვარად გარსიაა. ამ გვარის ხალხი ცხოვრობს კუბაზე, ესპანეთში, ფილიპინებზე, აშშ-სა და მექსიკაში.

4. გონსალესი - 10 მილიონი. ესპანეთში ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვარია, ასევე ფართოდაა გავრცელებული არგენტინაში, ჩილეში, ვენესუელასა და პარაგვაიში.

5. სმიტი - ამ ინგლისური გვარის 4 მილიონზე მეტი წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, მხოლოდ აშშ-ში 3 მილიონი სმიტია.

6. სმირნოვი - 2,5 მილიონი. სტატისტიკით, იგი ყველაზე გავრცელებული გვარია რუსეთში.

7. მიულერი - 1 მილიონი მიულერი, რაც გერმანულად მეწისქვილეს ნიშნავს, გერმანიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში ცხოვრობს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

რამდენ ოჯახს სურს შვილის აყვანა საქართველოში და რამდენი გასაშვილებელი ბავშვია რეგისტრირებული

ინფიცირების 656 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის კვლევის შედეგები რეგიონების მიხედვით

როგორ იქცა ანასტასია არიადნად - "ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. ერთი ნახვით მოვეწონე, თანაც მთავარი გმირის როლისთვის"