რუსთავში ავტობაზრობა "კავკასუს ავტოჰაუსი" გაიხსნა

რუსთავში ავტობაზრობა "კავკასუს ავტოჰაუსი" გაიხსნა

რუსთავში, 21 მკ/რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობაზრობა "კავკასუს ავტოჰაუსი" გაიხსნა. 11 ჰექტარზე განთავსებული ავტობაზრობა 3400-მდე ავტომობილს იტევს. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, "კავკასუს ავტოჰაუსი" ავტომობილის რეალიზატორებსა და მყიდველებს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.

"კავკასუს ავტოჰაუსი" ორგანიზებული ბაზრობაა, სადაც ზონირება ავტომობილის მოდელებისა და მარკების მიხედვით ხორციელდება.

ავტობაზრობის კვალიფიციური პერსონალი შემოსული ავტომობილის მონაცემებს ადგილზე დაარეგისტრირებს, ავტომობილს სამი მხრიდან გადაუღებენ ფოტოებს, შემდეგ კი დარეგისტრირებული მონაცემები და ვიზუალური მასალა ავტომატურად აიტვირთება ვებგვერდზე www.cah.ge. "კავკასუს ავტოჰაუსის" მომხმარებელს ვებრგვერდის მეშვეობით შეუძლია წინასწარ დაჯავშნოს ავტომობილის დასაყენებელი მისთვის სასურველი ადგილი, ასევე შეავსოს განაცხადი სასურველ ავტომობილზე, შეავსოს ავტოსესხის განაცხადი და დაიანგარიშოს განბაჟებისა და დაზღვევის ტარიფები.

"კავკასუს ავტოჰაუსის" ტერიტორიაზე მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მომსახურების სააგენტოსა და საბანკო მომსახურებით. ადგილზე მოქმედებს ასევე კაფეტერია.

"კავკასუს ავტოჰაუსი" მუშაობს ყოველდღე. ამასთან, განბაჟების მსურველთათვის მომსახურება გათვალისწინებულია ღამის საათებშიც.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა