საკონსერვო საწარმო "ელიტა" ევროპის ბაზარზე შესვლას გეგმავს

საკონსერვო საწარმო "ელიტა" ევროპის ბაზარზე შესვლას გეგმავს

საკონსერვო საწარმო "ელიტა" ევროპის ბაზარზე შესვლას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლის, მერაბ გალდავაძის თქმით, წლის მეორე ნახევარში კონსერვების ექსპორტი საფრანგეთში იგეგმება. ამჟამად "ელიტას" პროდუქცია უკრაინაში იყიდება, სადაც როგორც გალდავაძე აცხადებს, რელიზაციის მაჩვენებელი მაღალია.

რაც შეეხება წარმოებას, "ელიტა" მაისის ბოლოს ბაზარზე ცივ სალათებს გაიტანს და მურაბების ასორტიმენტს გააფართოებს. თუმცა, ფასებს კომპანიაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, ვინაიდან პროდუქტის ღირებულება ხილისა და ბოსტნეულის ფასებზეა დამოკიდებული.

"ელიტა" სულ 38 სახეობის კონსერვს უშვებს, რომლებსაც თბილისის გარდა ბათუმში, ქუთაისში, ხაშურში, გუდაურსა და ბაკურიანში ყიდის. "ელიტას" პროდუქტების საწყისი ღირებულება საცალო ქსელში 3,50 ლარიდან  4,50-მდე მერყეობს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა