მეფრინველეობის კომპანია "კუმისი" საკუთარ პროდუქციას ხუთ ახალ ჯიხურში გაყიდის. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, პირველი ჯიხური მეტრო "დიდუბესთან", მეორე კი მეტრო - "ღრმაღელესთან" თვის ბოლოს გაიხსნება.
ობიექტების სახელწოდება ასევე "კუმისი" იქნება. ჯიხურებში კომპანიის წარმოებული კვერცხისა და ქათამის გარდა 100-მდე სახეობის იმპორტირებული კვების პროდუქტი გაიყიდება. "კუმისი" აქცენტს პირველადი მოხმარების პროდუქციაზე გააკეთებს და საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 10% იაფად გაყიდის.
"კუმისი" თბილისის მერიის ტენდერში მონაწილეობდა, რის შედეგადაც დედაქალაქში ჯიხურების ჩადგმის უფლება მოიპოვა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9