იტალიაში საბავშვო წიგნების გამოფენა გაიხსნა

იტალიაში საბავშვო წიგნების გამოფენა გაიხსნა

იტალიაში, ბოლონიაში საბავშვო წიგნების უმსხვილესი გამოფენა გაიხსნა. საბავშვო წიგნების ყოველწლიურ გამოფენაზე თავს მსოფლიოს გამომცემლები იყრიან, რომ საბავშვო ლიტერატურაში ახალ მიღწევებს და პრობლემებს გაეცნონ და გამოცემაზე უფლება შეიძინონ. გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი და პრესტიჟულია.

გამოფენა სამი დღე გაგრძელდება. წლევანდელი სიახლე ელექტრონული წიგნების განყოფილებაა. 

ალბათობას, რომ ელექტრონულმა წიგნებმა შესაძლოა, ქაღალდის წიგნები ჩაანაცვლონ, ექსპერტები სკეპტიკურად განიხილავენ. თუმცა საბავშვო ლიტერეტურის დარგს ეს ტენდენცია არ ემუქრება.

"საბავშვო ლიტერატურა ევროპაში სულ უფრო ვითარდება, განსაკუთრებით საფრანგეთში და სკანდინავიის ქვეყნებში. ეს სახელმწიფოები საბავშვო წიგნების ხელშეწყობით და წახალისებით სერიოზულად არიან დაკავებულნი, მაგალითად, ჩემს გამომცემლობაში ოთხი დასახელების საბავშვო წიგნი იბეჭდება",- აცხადებს ერთ-ერთი გამომცემელი.

მომზადებულია euromag.ru-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს