Europe-bet-ზე 29-ე ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა

Europe-bet-ზე 29-ე ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა

Europe-bet-ის პოკერ რუმში ამჯერად 29-ე ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა. ჯეკპოტის საპრიზო ფონდმა 38947 ლარი შეადგინა და ეს თანხა ექვსმა მოთამაშემ მოიგო.

პირველ ადგილზე გასულმა duru-მ 19468 ლარი მოიგო. მან ვალეტების კარეში წააგო dima88-სთან, რომელსაც კაროლების კარე ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა dima88-მ  9745 ლარი მოიგო.

გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა ოთხმა მონაწილემ - nwu-მ, gvanc1--- მა, mankunianci-მ და muko777-მაც მიიღო. თითოეულმა მათგანმა 2433 ლარი მოიგო.

ბედ-ბით ჯეკპოტი 21 მარტს, 21:42 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა ამჯერად Jackpot 5N 2384 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი N150509947 იყო, ბლაინდი კი 0,10/0,20 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.

შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობებს:

• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან

• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.

• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი(მინიმუმ 10 თეთრი)

• აღებულია ჯეკპოტის რეიკი (მინიმუმ 5 თეთრი)

• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.

ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:

• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)

• 20%-ს ხელის მოგებული

• 20% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში

• 20% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში

იხილეთ ვიდეო

Poker Ring - II სეზონის ფინალი

16 ივნისს POKER RING 2-ის ბოლო ნახევარფინალი გაიმართა

POKER RING 2-ის მე-8 ნახევარფინალი