25 მარტს Europe-bet-ის პოკერ რუმში 2 ბედ ბით ჯეკპოტი გათამაშდა. 30-ე ბედ ბით ჯეკპოტის საპრიზო ფონდმა 31767 ლარი შეადგინა და ეს თანხა ექვსმა მოთამაშემ მოიგო.
პირველ ადგილზე გასულმა QOQOS-მა15873 ლარი მოიგო. მან ათიანების კარეში წააგო bobo1978-თან, რომელსაც სტრიტ ფლეში ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა bobo1978-მა 7957 ლარი მოიგო.
გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა ოთხმა მონაწილემ nodari70-მა, YHN-მა, evenmoore-მ და ghost333-მაც მიიღო. თითოეულმა მათგანმა 1984 ლარი მოიგო.
ბედ-ბით ჯეკპოტი 25 მარტს, 02:28 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა Jackpot 5N 2447 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი N152345640 იყო, ბლაინდი კი 0,10/0,20 ლარს შეადგენდა.
31-ე ბედ ბით ჯეკპოტი ასევე 25 მარტს, 23:17 წუთზე გათამაშდა. მისმა საპრიზო ფონდმა 12471 ლარი შეადგინა და ეს თანხაც ექვსმა მოთამაშემ მოიგო. პირველ ადგილზე Alex-A გავიდა და 6238 ლარი მოიგო. მან ცხრიანების კარეში წააგო unnamed-თან, რომელსაც ტუზების კარე ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა unnamed-მა 3135 ლარი მოიგო.
გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა ოთხმა მონაწილემ figure-მ, zuka8-მ, sande121212-მა და poker3-მა მიიღო. თითოეულმა მათგანმა 779 ლარი მოიგო.
31 ბედ ბით ჯეკპოტი მაგიდაზე Jackpot 14N 1674 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი N152778158 იყო, ბლაინდი კი 0,25/0,50 ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.
შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობებს:
• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან
• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.
• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი(მინიმუმ 10 თეთრი)
• აღებულია ჯეკპოტის რეიკი (მინიმუმ 5 თეთრი)
• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.
ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:
• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)
• 20%-ს ხელის მოგებული
• 20% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში
• 20% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში
იხილეთ 30-ე ბედ ბით ჯეკპოტის ამსახველი ვიდეო
იხილეთ 31-ე ბედ ბით ჯეკპოტის ამსახველი ვიდეო