"ტკბილი ქვეყნის" პასკები სუპერმარკეტებში მიმდინარე კვირის ბილოდან გამოჩნდება

"ტკბილი ქვეყნის" პასკები სუპერმარკეტებში მიმდინარე კვირის ბილოდან გამოჩნდება

"ტკბილი ქვეყნის" პასკები სუპერმარკეტებში მიმდინარე კვირის ბოლოდან გამოჩნდება. კომპანიის წარმომადგენლის, გეგი ზაქარიას განცხადებით, "ტკბილი ქვეყანა" ყოველწლიურად აღდგომამდე ცოტა ხნით ადრე მომხმარებელს პასკების სატესტო ვერსიებს თავაზობს. წელს კომპანია 5-6 სახეობის საფირმო პასკას გაყიდის.

მათივე თქმით, გაძვირებული ნედლეულის გამო წელს პასკის ფასი მომატებული იქნება, თუმცა უმნიშვნელოდ. 900 გრამიანი საფირმო პასკის ღირებულება 10 ლარს შეადგენს, პოლიეთილენის პარკში შეფუთულის ღირებულება - 7.50 ლარს, ხოლო 450 გრამიანი პასკა 3 ლარი ეღირება. ზაქარიას თქმით, პასკების დამზადება თანამედროვე ტექნოლოგიით, კონსერვანტების გარეშე ხდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა