თბილისში საბურავების კორეული ბრენდის "კუმჰოს" შოურუმი იხსნება. ბრენდის ოფიციალური დილერის კომპანია "ქეფთანის" ფინანსური მენეჯერის, ვანო გუჯაბიძის თქმით, მაღაზია შეშელიძეზე 15 აპრილს გაიხსნება და მომხმარებელს "კუმჰოს" საბურავების ფართო ასორტიმენტს შესთვაზებს. რაც შეხება ფასებს, გუჯაბიძის თქმით, ხელმისაწვდომი და კონკურენტუნარიანი იქნება.
ჩინური, კორეული და თურქული საბურავებისა და ავტონაწილების იმპორტიორი კომპანია "ქეფთანი" ბაზარზე ორი წელია ოპერირებს. კომპანიის ცენტრალური სერვის ცენტრი ფოთში მდებარეობს, 3000-ზე მეტი სახეობის პროდუქციის დისტრიბუცია კი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9