Europe-bet-ის პოკერ-რუმში ამჯერად 36-ე ბედბით ჯეკპოტი გათამაშდა. ჯეკპოტის საპრიზო ფონდმა 5032 ლარი შეადგინა და ეს თანხა ხუთმა მოთამაშემ გაინაწილა.
პირველ ადგილზე გასულმა dono55-მა 2516 ლარი მოიგო. მან რვიანების კარეში წააგო IDLer-თან, რომელსაც მეფეების კარე ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა IDLer-მა 1260 ლარი მოიგო.
გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა სამმა მონაწილემ - ono85-მა, zangi-მ და besi-besi22-მაც მიიღო. თითოეულმა მათგანმა 418 ლარი მოიგო.
ბედ-ბით ჯეკპოტი 8 აპრილს, 15:47 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა ამჯერად Jackpot 3# 2428 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი #159434520 იყო, ბლაინდი კი 0,05/0,10 ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, ონლაინ-პოკერში ბედბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერ-რუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.
შეგახსენებთ ბედ-ბით ჯეკპოტის გათამაშების პირობებს:
• ბედ ბითად ითვლება კომბინაცია, რომელიც იწყება მინიმუმ 7-იანების კარეს კომბინაციით და წააგებს უფრო მაღალ კომბინაციასთან
• თუ მოთამაშეების ორი ან მეტი ხელი აკმაყოფილებს ჯეკპოტის კრიტერიუმებს, მაშინ განიხილება ორი ყველაზე მაღალი ხელი. პირველი მაღალი ხელი იგებს, მეორე ხელი აგებს, ანუ ჯეკპოტს იგებს მეორე ხელი.
• აღებულია მინიმალური საჭირო რეიკი(მინიმუმ 10 თეთრი)
• აღებულია ჯეკპოტის რეიკი (მინიმუმ 5 თეთრი)
• დარიგებაში მონაწილეობას უნდა იღებდეს არანაკლებ 4 მოთამაშე, მოგებულმა და წაგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ თავისი ორივე კარტი და მივიდნენ კარტის ბოლო გახსნამდე.
ჯეკპოტის თანხის გაყოფის წესები:
• 40%-ს მიიღებს წაგებული (ბედ ბით ჰენდი)
• 20%-ს ხელის მოგებული
• 20% გაიყოფა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ დარიგებაში
• 20% ირიცხება ახალი ბედ ბითის საწყის კაპიტალში