ბანკი "რესპუბლიკა" მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

ბანკი "რესპუბლიკა" მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

ბანკი "რესპუბლიკა" მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს და კრედიტებზე აქციას იწყებს.

როგორც ბანკში განმარტეს, ბიზნეს-კონსულტანტთან გასაუბრებისა და მარტივი საკრედიტო განაცხადის შევსების შემდეგ მომხმარებელი დროის უმცირეს მონაკვეთში შეძლებს ბიზნეს-კრედიტის მიღებას, ამასთან, 3%-ის შეღავათით. მათი თქმით, მობილური სერვისცენტრების მოსახერხებელი ადგილმდებარეობა ბანკ "რესპუბლიკის" ბიზნეს-კონსულტანტებს კლიენტის საქმიანობის ადგილის სწრაფად დათვალიერებისა და შეფასების საშუალებასაც მისცემს.

"ვფიქრობთ, ჩვენი სწრაფი, მოსახერხებელი და შეღავათიანი ბიზნეს-კრედიტები ჩვენი ბიზნეს-კლიენტების საქმიანობის განვითარებისთვის კარგი ბიძგი იქნება და ისინი ადრეული გაზაფხულიდან თამამად შეძლებენ საბრუნავი კაპიტალის, საქონლის ახალი პარტიისა თუ ნედლეულის შეძენას, რაც წლის დარჩენილ ნაწილში საქმიანობის წარმატებით გაგრძელების საწინდარია", - განმარტავენ ბანკში.

ბანკ "რესპუბლიკის" აქცია თბილისში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრებისა და სატრანსპორტო კვანძების ტერიტორიებზე მდებარე სერვის-ცენტრებში (ოქროს ბირჟა, ბავშვთა სამყარო, სავაჭრო ცენტრი "პასაჟი", "თბილისი ცენტრალი", მეტროს სადგურები: "ახმეტელი", "სამგორი", "ვარკეთილი" ) მოქმედებს.

მობილური სერვისცენტრები ასევე გაიხსნება საქართველოს სხვა ქალაქებში - რუსთავში (ე.წ. სტამბოლის ბაზრობა), თელავში, ყვარელში, წნორში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმში და ეს პროცესი აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. იმ დაინტერესებულ ადამიანებს, ვისაც არ ექნება მობილურ სერვის-ცენტრებში მომსახურების მიღების საშუალება, შეუძლია ბანკ "რესპუბლიკის" ნებისმიერ ახლომდებარე ფილიალს ესტუმროს, აქციის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს და ბიზნეს-კლიენტთა სხვა დამატებითი უპირატესობებითაც ისარგებლოს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა