"ტექნო ბუმში" საბავშვო ფოტოკონკურსი "ნათელი მომავალი" იწყება

"ტექნო ბუმში" საბავშვო ფოტოკონკურსი "ნათელი მომავალი" იწყება

"ტექნო ბუმში" საბავშვო ფოტოკონკურსი "ნათელი მომავალი" იწყება. ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია "ტექნო ბუმი" ამჯერად აქციას ბავშვებს უძღვნის და ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სოციალური ქსელის Facebook-ის მეგობრებისთვის იწყებს საბავშვო ფოტოკონკურსს, სახელწოდებით "ნათელი მომავალი".

კომპანიის ინფორმაციით, იმისთვის, რომ აქციაში ჩაერთოთ, პირველ ეტაპზე Facebook-ის საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ Techno boom-ი, სადაც სხვა სიახლეებთან ერთად იხილავთ აქციას, სახელწოდებით "ნათელი მომავალი" და აქვე კონკურსის პირობებსაც დეტალურად გაეცნობით.

მენეჯმენტში განმარტავენ, რომ მომხმარებელს შეუძლია დღეიდან პირველ ივნისამდე "ტექნო ბუმის" Facebook-ის გვერდზე ატვირთოს ბავშვის ფოტოსურათი და დააგროვოს "like"-ები. სამი გამარჯვებული, რომლებიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებენ, პლანშეტური კომპიუტერებით დასაჩუქრდებიან.

კონკურსი ბავშვთა დაცვის დღეს, პირველ ივნისს დასრულდება. გამოვლენილი სამი გამარჯვებული საჩუქრების მისაღებად "ტექნო ბუმის" სათაო ოფისში ბავშვებთან ერთად უნდა მივიდნენ.

აქცია უკვე დაწყებულია და მასში ჩართვა ყველა მომხმარებელს შეუძლია.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა