13 წლის ბიჭმა მძღოლი ჩაანაცვლა და ავტობუსი ავარიას გადაარჩინა. სკოლის ავტობუსით მგზავრობისას, მძღოლი შეუძლოდ გახდა. მეშვიდეკლასელმა ბიჭმა საოცრად სწრაფი რეაქცია გამოავლინა და ბავშვებით სავსე ავტობუსი გააჩერა.
კადრებში, რომელიც ავტობუსში დამონტაჟებული ვიდეოთვალითაა გადაღებული, ჩანს, რომ მძღოლმა მოულოდნელად დაკარგა გონება და ავტობუსმა გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა დაიწყო. ერთ-ერთი ბიჭი სწრაფად მიიჭრა საჭესთან, მალევე მას სხვებიც დაეხმარნენ. ერთობლივი ძალებით ბავშვებმა ავტობუსის გაჩერებაც შეძლეს და მძღოლსაც აღმოუჩინეს პირველადი დახმარება.