ოზურგეთის რაიონში ქარსაფარი ზოლები განადგურდა. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, დაბა ნასაკირალში, ლაითურში, ანასეულსა და ჯუმათში ჩაის გაველურებულ პლანტაციებს ცეცხლი წაუკიდეს, რომელიც ნაძვნარს მოედო.
ლაითურის ქარსაფარ ზოლში 120 ძირი ნაძვი, ანასეულში კი 15 ძირი ნაძვი დაიწვა. დიდი რაოდენობის ზარალია ჯუმათსა და ნასაკირალშიც.
დაბა ნასაკირალის რწმუნებულის, ტარიელ ანთაძის განცხადებით, გაველურებულ ჩაის პლანტაციებს ცეცხლი აღდგომის წინა ღამით წაუკიდეს. პლანტაციებს 3 ჰექტარი ფართობი უკავია. დამწვარ ნაძვებთან დაკავშირებით კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.