წელს გიურზათი დაგესვლის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

წელს გიურზათი დაგესვლის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, წელს გიურზათი დაგესვლის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ე.წ. მიხეილის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა იოსებ კუტუბიძემ განუცხადა, მიმდინარე წელს ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაგესვლის პირველი შემთხვევა კახეთში დაფიქსირდა.

კუტუბიძის ინფორმაციით, გუშინ დედოფლისწყაროს რაიონში გიურზამ მწყემსს ფეხზე უკბინა და პაციენტის თბილისში გადმოყვანა აუცილებელი გახდა.

"კახეთის რეგიონიდან მწყემსი გუშინ ჩამოიყვანეს. მას ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა უტარდება. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა იოსებ კუტუბიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია