აშშ-ში ქარიშხალს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავებულია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ქალაქ სენტ-ლუისს დამანგრეველი ქარიშხალი თავს გუშინ დაატყდა. ყველაზე მეტი ადამიანი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში დაშავდა. ერთი დაიღუპა, 20 კი საავადმყოფოში მოათავსეს, მათგან 3 კრიტიკულ მდგომარეობაშია. კიდევ 80-მდე დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია და მათი ჰოსპიტალიზება საჭირო არ გახდა.
შტორმი და სეტყვა გუშინ თავს მისურისა და დასავლეთ ილინოისის შტატებსაც დაატყდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, შტორმი შტატების ტერიტორიაზე დღის განმავლობაშიც გაგრძელდება, რიგ რაიონებში კი ტორნადოს საშიშროებაც გამოცხადდა.