იაპონიაში სამგზავრო ავტობუსის ავარიას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც უცხოური მედია იუწყება, ინციდენტი პრეფექტურა გუნმაში , ტოკიოს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში, დღეს დილით მოხდა. ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.
დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტობუსის წინა ნაწილი მთლიანად განადგურებულია. მძიმედაა დაშავებული 9 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.