პოკერ რინგის II სეზონის პირველი თამაშის მიმოხილვა

პოკერ რინგის II სეზონის პირველი თამაშის მიმოხილვა

შაბათს, 21 აპრილს გაიმართა Poker Ring-ის II სეზინის პირველი თამაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო:

Paxa - გიორგი პაკსაშვილი

Cireka - გრიგოლ ცირეკიძე

VEREL - პაატა ვარდოსანიძე

Confeesa - ვაჟა ქომეთიანი

gigi-jija -გიორგი გახარია

giopero - გიორგი ფერაძე

Zura_gachechuladze -ზურა გაჩეჩილაძე (შონზო)

irakli_fcb - ირაკლი ღლონტი

Misha_r - მიხეილ რუხაძე

Santana - გიორგი სიხარულიძე

Shotaia - შოთა ცეცაძე

Trukach - დავით ბერიძე

TRY_HRD_FISH - ენვერ ხვიტია

Clint - დიმიტრი მელაშვილი

Zigigi - გიორგი მევლუფიშვილი

DALIDA - არჩილ ოდიშარია

მათ შორის 2 ქალბატონი:

Ninole - ნინო ბერიძე

Saloame_Korkotashvili - სალომე კორკოტაშვილი

თამაშის საწყისი სტეკი იყო 10 000, პატარა ბლაინდი - 25, დიდი ბლაინდი - 50

მეორე სეზონის პირველი თამაში თავიდანვე წარიმართა საინტერესოდ.მოთამაშეებს ეტყობოდათ, რომ ტურნირისთვის სათანადოდ იყვნენ მომზადებულები.

თამაში დაიწყო ე.წ. "აკადემიურ სტილში”, ნაკლები "აგრესიით".

პირველივე წუთიდან გამოვლინდა ჩიპ-ლიდერი - gigi-jija (გიორგი გახარია).

სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ტურნირის მონაწილე ქალბატონების გამორჩეული თამაში, განსაკუთრებით სალომე კორკოტაშვილის რომელიც, თამაშის დაწყებამდე საკმაოდ დიდი თავდაჯერებულობით გამოირჩეოდა და საფინალო მაგიდის სულ მცირე მესამე ადგილს უმიზნებდა. ნაკლებად გამოცდილი მოთამაშის კვალობაზე, სალომემ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია მამაკაცებს, უკვე გამოცდილ და აღიარებულ პოკერის მოთაშეებს. უფრო მეტიც ნახევარფინალის დასრულების შემდეგ, იგი მოგვევლინა ჩიპ-ლერად და საფინალო მაგიდაზე გავიდა ყველაზე დიდი რაოდენობის ჩიპებით.

მოულოდნელობად შეიძლება ჩაითვალოს Zigigi - ს (გიორგი მევლუფიშვილი), ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის თამაშის ადრეული ეტაპიდან გათიშვა.

საფინალო მაგიდაზე თაობების ფრიად საინტერესო შერკინება შედგა, ერთის მხრივ ქართული პოკერის უფროსი თაობის წარმომადგენელი DALIDA (არჩილ ოდიშარია), რომელიც უკვე აღიარებული და პატივსაცემი მოთამაშეა და მეორეს მხრივ შედარებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ტოლს არ უდებდნენ ბატონ არჩილს.

საფინალო მაგიდაზე უკვე ფინალისთვის შესაფერისი თამაში დაიწყო. სალომე კვლავ ლიდერობდა (30700 ჩიპით), ეს ყოველივე განაპირობა არა მხოლოდ მისმა თამაშის სტრატეგიამ, არამედ ხასიათის სილაღემ და უშუალობამ, შესაბამისად პერიოდულად წამღერებითაც კი რამდენიმე რაუნდის განმავლობაში მან ლიდერის პოზიცია არ დაუთმო არავის.

ნახევარფინალისგან განსხვავებით საფინალო მაგიდაზე "აგრესიული" თამაშის დონე ნელ-ნელა გაიზარდა, დაიწყო რისკიანი თამაში, განსაკუთრებით იმ მოთამაშეების მხრიდან, ვისაც მცირე სტეკი ჰქონდათ, თუმცა ამ შემთხვევაში რისკი არ გამართლდა, და უკვე პირველი ქაუნთის დროს მაგიდაზე 7 მოთამაშე დარჩა.

ფინალურ თამაშს პირველი გამოეთიშა Paxa (გიორგი პაკსაშვილი), რომელსაც მალევე შეუერთდა Santana - ც (გიორგი სიხარულიძე). ამ დროისთვის ჩიპ-ლიდერის პოზიციაზე გადავიდა ბატონი არჩილ ოდიშარია (DALIDA) 56 400 ჩიპით. მან ძირითადად თავისი გამოცდილების და თამაშის სწორი სტრატეგიის ხარჯზე მოიპოვა უპირატესობა, რაც მთელი თამაშის განმავლობაში აშკარად თვალშისაცემი იყო.

მეორე ქაუნთამდე, რიგით მესამე, თამაშს გამოეთიშა კიდევ ერთი გამოცდილი მოთამაშე - Trukach (დავით ბერიძე), მეოთხე აღმოჩნდა ახალგაზრდა მოთამაშე Clint (დიმიტრი მელაშვილი), რომლის საფინალო მაგიდაზე მოხვედრა არათუ ყველასთვის არამედ მისთვისაც მოულოდნელი იყო. ამ პერიოდისთვის ლიდერობას კვლავ ბატონი არჩილი ინარჩუნებდა 48300 ჩიპით, აუტსაიდერი giopero (გიორგი ფერაძე) გახლდათ 25500 ჩიპით, ხოლო სალომე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო 42000 ჩიპით.

შემდეგ რაუნდებში თამაში აქტიურ ფაზაში გადავიდა, შეიცვალნენ ჩიპ-ლიდერებიც და აუტსაიდერებიც. მესამე ქაუნთის დროს მაგიდაზე კვლავ 5 მოთამაშე იყო, ჩიპ-ლიდერი giopero (გიორგი ფერაძე) - 54000 ჩიპით, Confeesa (ვაჟა ქომეთიანი) - 53500 ჩიპით, DALIDA (არჩილ ოდიშარია) - 37500 ჩიპით, სალომე - 30500 ჩიპით და VEREL (პაატა ვარდოსანიძე) - 7000 ჩიპით. სწორედ რომ, ჩიპების რაოდენობამ გამოიწვია თამაშის გაგრძელებიდან VEREL - ის მალე გამოვარდნა, ვინაიდან წავიდა ვაბანგზე, რომელიც მისთვის წარმატებულად სამწუხაროდ არ დასრულდა.

მიუხედავად სალომე კორკოტაშვილის წარმატებული და გამორჩეული თამაშისა მისი პროგნოზი ბოლომდე ვერ გამართლდა და სულ რაღაც ერთი ნაბიჯი დააკლდა პირველი სამეულში მოსახვედრად. მის All In-ს უპასუხა Confeesa - მ (ვაჟა ქომეთიანი) და გამოთიშა თამაშიდან, თუმცა სალომესთვის ალბათ არცთუ ისე საწყენი უნდა იყოს ეს ფაქტი, ვინაიდან იგი პირველი კვირის გამარჯვებულთან დამარცხდა.

პოკერ რინგის მეორე სეზონის პირველ თამაშში, მესამე ადგილი დაიკავა DALIDA - მ (არჩილ ოდიშარია) და საჩუქრად მიიღო 1000 ლარი, ისიც Confeesa - სთან (ვაჟა ქომეთიანი) დამარცხდა All In - ში.

ფინალში ერთმანეთთან შერკინება მოუხდათ 2 მეგობარს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გახლდათ პოკერ რინგის პირველი სეზონის ფინალისტი giopero - (გიორგი ფერაძე) 25000 ჩიპით, ხოლო მეორე Confeesa (ვაჟა ქომეთიანი) 160000 ჩიპით, რომელსაც აშკარად დიდი უპირატესობა ჰქონდა ამ მხრივ, შესაბამისად დიდი სტეკის ხარჯზე პირვეი თამაშის გამარჯვებული გახდა Confeesa (ვაჟა ქომეთიანი).

ამრიგად საფინალო მაგიდის ადგილები და საპრიზო ფონდი გადანაწილდა შემდეგნაირად:

I ადგილი - ვაჟა ქომეთიანი (confeesa)

Poker Ring II გრანდფინალ-ისსაგზური

II ადგილი - გიორგი ფერაძე (giopero)

1500 ლარი

III ადგილი - არჩილ ოდიშარია (DALIDA)

1000 ლარი

IV ადგილი - სალომე კორკოტაშვილი (Salome_Korkotashvili )

500 ლარი

V ადგილი - პაატა ვარდოსანიძე (VEREL)

500 ლარი

VI ადგილი - დიმიტრი მელაშვილი (clint)

500 ლარი

VII ადგილი - დავით ბერიძე (trukach)

500 ლარი

VIII ადგილი - გიორგი სიხარულიძე (santana)

500 ლარი

IX ადგილი - გიორგი პაკსაშვილი (paxa)

500 ლარი

 

პოკერ რინგის მეორე სეზინის წამყვანი და კომენტატორი გახლდათ დიმიტრი ობოლაძე, რომელმაც დამატებითი სპორტული მუხტი შეიტანა შოუს მსვლელობისას.

აზარტი მაყურებლების გულშემატკივრობის დროსაც იგრძნობოდა, ვინაიდან თამაშის დროს არაერთი ძალიან დაძაბული და საინტერსო მომენტები იყო.

პოკერ რინგი მეორე სეზონის დაწყებასთან ერთად, მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა იმდენად დიდი იყო რომ, ევროპაბეთის გადაწყვეტილებით სტუდიაში ამიერიდან ითამაშებს 3 მაგიდა, შესაბამისად ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მოთამაშეს!

Poker Ring - II სეზონის ფინალი

16 ივნისს POKER RING 2-ის ბოლო ნახევარფინალი გაიმართა

POKER RING 2-ის მე-8 ნახევარფინალი