"LEAF-ის დღიურები" - გზამკვლევი უმაღლესი განათლებისკენ

"LEAF-ის დღიურები" - გზამკვლევი უმაღლესი განათლებისკენ

ქართულ ინტერნეტსივრცეში საინტერესო ვებ–გვერდი blog.leaf.ge გამოჩნდა. ეს არის ბლოგი "Leaf-ის დღიურები", რომელიც განსაკუთრებით დააინტერესებთ აბიტურიენტებს და მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს.

როგორ შევარჩიოთ სასწავლებელი, რა გზები არსებობს საზღვარგარეთ სწავლისთვის, რეალურია თუ არა დაფინანსების მიღება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, რომელი პროფესიაა ყველაზე მისაღები ჩემთვის და ა.შ. - ამ და მსგავსი საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ამერიკულ-ქართულმა განათლების ცენტრმა LEAF-მა თავის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს უხმო. ასე შეიქმნა ქართულ ინტერენეტ სივრცეში კიდევ ერთი საინტერესო და ინფორმაციული ინტერნეტრესურსი: "LEAF-ის დღიურები", რომელიც სტუდენტებისა და სასწავლებლების ყოველდღიურ ცხოვრებას, მიმდინარე მოვლენებსა და სიახლეებს ასახავს.

ბლოგის მთავარი იდეაა ინფორმაციის თავმოყრა სასწავლებლების შესახებ. სად, რომელ ქალაქში რა პირობებია, რომელი პროფესიის რომელ უნივერსიტეტში დაუფლება სჯობს, რა ღირს სწავლა და ცხოვრება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ დაფინანსება მოვიპოვოთ, ან შესაძლებელია თუ არა შეთავსებით მუშაობა და ა.შ. ასევე, ძალიან ბევრი სახალისო და საინფორმაციო სტატია ზოგადად განათლების შესახებ. ბლოგი იქნება ერთგვარი გზამკვლევი აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის.

"საბედნიეროდ, დღესდღეობით პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები დიდ დროს უთმობენ მომავალი პროფესიისა და სასწავლებლის შერჩევას. ისინი მუდმივად ეძებენ ინფორმაციებს, ამათუ იმ სასწავლებლის შესახებ, აინტერესებთ დეტალები. სწორედ, ამის შესაძლებლობას იძლევა "LEAF-ის დღიურები". ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შესვლა, რეგისტრაციის გავლა, თემების გაცნობა, კითხვების დასმა და მაქსიმალურად ამომწურავი პასუხის მიღება. თუკი მომხმარებელი საკმარის ინფორმაციას შეაგროვებს და რომელიმე სასწავლებელში სწავლას მოისურვებს, ჩვენთან მოსვლით ნებისმიერი საკითხის მოგვარებას შეძლებს", - გვიხსნის ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის, LEAF-ის მარკეტინგის მენეჯერი გივი გუნცაძე.

ყოველდღიურად განახლებადი ბლოგის ავტორები სტუდენტები არიან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. გვიყვებიან არა მხოლოდ მისაღები გამოცდებისა და დაფინანსების მიღების შესაძლებლობებზე, არამედ სტუდენტურ ცხოვრებაზე. დეტალების გაშუქებით კიდევ უფრო თვალნათელი ხდება მკითხველისთვის არსებული სიტუაცია. სხვათაშორის, ბლოგზე თემების ავტორობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუკი თვლის რომ მასალა, რომელსაც მოამზადებს, დახმარებას გაუწევს დაინტერესებულ პირებს.

"ყველაზე თბილი და მეგობრული ბლოგია. აქ ყველა ჩვენს შესახებ ვწერთ, ვდებთ ფოტოებსა და ვიდეო მასალას. ერთი სული მაქვს, ყველა ახალი ამბავი მოვყვე და დაველოდო გამოხმაურებებს. მიხარია, რომ ამით თუნდაც ერთ ახალგაზრდას დავეხმარები. კარგი იქნებოდა, მსგავსი ბლოგი რომ ყოფილიყო სანამ ჩავაბარებდი, ბევრ რამეს სხვანაირად დავგეგმავდი. ელემენტარულად როგორი ტანსაცმელი წამომეღო ჰამილტონში ამას მაინც მასწავლიდა ვინმე. ათასი არასაჭირო ნივთი წამოვაყოლე ხელს", - წერს სალომე კუჭუხიძე, ჰამილტონის უნივერსიტეტის სტუდენტი.

ბლოგის გაცნობისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ აქ მხოლოდ შენი მეგობრები წერენ შენთვის და გასწავლიან გზებსა და ხერხებს, როგორ მიაღწიო სასურველს. ბლოგზე თავმოყრილია რეალური ისტორიები და პრაქტიკული რჩევები სტუდენტების გამოცდილებიდან, რომელიც დაეხმარება ყველას, ვინც მომავლისკენ გზის გონივრულად გაკვალვას გეგმავს.

და ბოლოს, ითამაშე ბლოგზე განთავსებული ინტერაქტიული თამაში "შენ შეგიძლია" და მოიგე ენის უფასო კურსი LEAF-ის სასწავლო ცენტრისგან.

ბლოგის მისამართი: blog.leaf.ge

ამერიკულ-ქართული სასწავლო ცენტრი: www.Leaf.ge

ჩერქეზიშვილის ქ. N4

237 70 08

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო