შიდსის დიაგნოზით ორი მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს, ორივე მამაკაცის ასაკი 40 წლამდეა და მათი გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკა და თანდაყოლილი დაავადება გახდა.
2012 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 165 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. 37 ადამიანი გარდაიცვალა. შარშან ამავე პერიოდში 140 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.