ბარაკ ობამას საყვარელი: "ის ცხოვრებაში ცივი იყო, თუმცა, ნაზი - საწოლში და საკუთარი შავკანიანობის რცხვენოდა"

ბარაკ ობამას საყვარელი: "ის ცხოვრებაში ცივი იყო, თუმცა, ნაზი - საწოლში და საკუთარი შავკანიანობის რცხვენოდა"

ობამას ყოფილი საყვარელი, ჟენევიევა კუკი აშშ-ის პრეზიდენტთან გატარებულ ღამეებს იხსენებს. მაშინ ობამა 20 წლის იყო. "ის ცივი და სასტიკი იყო ცხოვრებაში, თუმცა ნაზი და მომთმენი საწოლში", - ამბობს ავსტრალიელი დიპლომატის ქალიშვილი ჟენევიევა.

ჟენევიევა კუკის პირადი ჩანაწერები ამერიკულმა ჟურნალმა Vanity Fair-მა გამოაქვეყნა. ისინი მწერალ დევიდ მარანისის წიგნში "ბარაკ ობამა: ისტორია" შევიდა.

გოგონამ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა 1983 წელს ნიუ-იორკში საშობაო წვეულებაზე გაიცნო. იმ დროს ობამა მანჰეტენზე მოკრძალებულ ბინაში ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. თავდაპირველად წყვილი სამშაბათობით ხვდებოდა ერთმანეთს, თუმცა, მალე ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად.

ჟენევიევა იხსენებს, რომ "კვირაობით ობამა უსაქმურობდა, შიშველი ტორსით ბოლთას სცემდა, მხოლოდ ინდონეზიური სამოსი - სარონგი ეცვა, ყავას სვამდა და New York Times-ის კროსვორდებს ავსებდა, წყვილი ერთად განიხილავდა წაკითხულ წიგნებს და ერთად ამზადებდა ობამას საყვარელ სენდვიჩს, თინუსითა და კამით, რომელსაც მას ბავშვობაში ბებია უკეთებდა".

ჟენევიევა წერს, რომ ობამა "ცივი და სასტიკი იყო ცხოვრებაში, თუმცა ნაზი და მომთმენი საწოლში".

ჟენევიევა იხსენებს, რომ ობამა მას ხშირად საძინებელში მოთმინებით ელოდა. ”კარის ნელა შეღების დროს ვხედავდი, როგორ მელოდა მოდუნებული ბარაკი საწოლში და თვალებში მიყურებდა. საძინებელში მას სიგარეტის მოწევა და ხილის ჭამა უყვარდა", - იხსენებს ჟენევიევა.

თუმცა ჩანაწერებში არა მარტო სასიამოვნო მომენტებია აღწერილი.

"მართალია, ის ალერსიანია და თავს ერთად კარგად ვგრძნობთ, მაგრამ რეგულარულად თავს იჩენს მრავალი გადაუჭრელი საკითხი, რომლებსაც ვერ ვეგუები, - წერდა 25 წლის კუკი, - მისი სინაზე მატყუარაა: ის ტკბილ სიტყვებს მეუბნება, გულწრფელიცაა და გულღიაც, თუმცა ამავდროულად ხელს არაფერი უშლის, იყოს გულგრილი და ცივი".

კუკი არ მალავს, რომ საშინლად ეჭვიანობდა სხვა გოგონებზე, განსაკუთრებით შავკანიანებზე, თუმცა ობამას საკუთარი შავკანიანობის ძალიან რცხვენოდა.

"ბარაკის მიმართ გრძნობა კიდევ მაქვს, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ძალიან გაიწელა და ვგრძნობ, სულ მალე დამთავრდება", - წერდა გოგონა თავის დღიურებში 1984 წელს.

ჟენევიევამ მაინც ვერ შეძლო ობამას "ჩაკეტილობის" ატანა და დაშორებიდან ერთი წლის შემდეგ დაწერა, რომ "ბარაკმა მას ის ვერ მისცა, რასაც მისგან ელოდა”.

თავად ობამა დიპლომატის ქალიშვილთან რომანს არ უარყოფს. ობამა არ მალავს, რომ ქალების მოყვარული იყო, თუმცა, ყველაფერი 1989 წელს შეიცვალა, როდესაც მომავალ მეუღლეს - მიშელს შეხვდა. წყვილმა 1991 წელს იქორწინა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Vanity Fair-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს